|
2018-10-22 16:34:43, 2194 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აგრეთვე, განიხილეს ტოივო კლაარის უახლოესი ვიზიტები ოკუპირებულ რეგიონებში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით კი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფაში. ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა. ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებსა და მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)