|
2018-10-22 13:32:56, 1817 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება ფულის შოვნაზეა გადასული
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების შემოსავლების გამოძიებას მოითხოვს. როგორც მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. "ჩვენ ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას: რატომ არ ვითარდება ქვეყანა, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე; სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ის დამადასტურებელი ფაქტი თუ რატომ არაფერს არ აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი გადასული არიან ფულის შოვნასა და კორუფციული სქემების აგებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამ გზით უზარმაზარ ქონებას აგროვებენ. მათ ააშენეს სასახლეები საკუთარი ცხოვრების უკეთსაყოფად. ნაცვლად იმისა, პროკურატურისგან გვესმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ დაუსაბუთებელ ქონებას, სრული დუმილია და ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)