|
2018-10-22 13:23:45, 1815 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი: 2008 წელს საქართველოს ტერიტორია რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს - ომი ქართველებს არ დაუწყიათ
ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. როგორც კრამერი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს, საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს. „როგორც ყველა არჩევნები ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. მას ასევე ექნება გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს. რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს, ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავეა რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით. მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას“, - აცხადებს დავიდ კრამერი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)