08:39 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 17:52:47, 639 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიმდინარე, ასევე,  მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებსა და უფლება-მოვალეობებზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას. 

ნატოში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ბაქრაძემ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

'





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics