|
2018-10-18 14:37:17, 1249 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვას შექმნიდან 20 წლის აღსანიშნავი თარიღი მიულოცა, სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხომალდების პირად შუამდგომლობას წარმატება უსურვა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ 2 ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, აშშ-ს მიერ გადმოეცემა საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 ხომალდი. მე მინდა პირველ რიგში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში", - განაცხადა გახარიამ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)