07:20 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 16:43:40, 1998 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად — არ არის

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მზად არის პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდეს.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი ინიციატოვით ის პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართავს.

მისივე შეფასებით, თუ მირზა სუბელიანის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნახევარი მაინც რეალურია, სახელმწიფოებრივი პრობლემა არსებობს.

"რასაც ვუსმენთ, აქ თეატრალიზების ხარისხი იმდენად დიდია, რომ საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად — არ არის. რასაც ვისმენთ, თუ თატრალიზების ამ ხარისხს ჩამოვაცილებთ და ამ ყველაფერში არის სიმართლის ნახევარი მაინც, ე.ი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი პრობლემები. ამიტომ, მე დღესვე მივმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, მომეცეს საშუალება პირადად შევხვდე ბატონ სუბელიანს. საჯაროდ ვერთვები ამ პროცესში და მინდა მისგან მივიღო ინფორმაცია ყველაფერი იმის შესახებ, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვიქნები ობიექტური და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ იმას, რომ თუ არის სიმართლე სადღაც, ეს სიმართლე დაიკარგოს. მთელი პრეროგატვა დღეს არის გადატანილი გამოძიებაზე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ისეთ გამოძიებასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც კონკრეტულ შედეგებს დადებს. ჩვენ ყოველთვის გვესმის, რომ აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და მერე არაფერი. მზად ვარ, თუ ბატონი სუბელიანი თანახმა იქნება მედიის თანდასწრებით შედგეს ეს შეხვედრა და მივიღო უშუალოდ მისგან ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროვებ. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ყოველგვარი თეატრალიზებული ელემენტების გარეშე უცოდეს სად არის ტყუილი და სიმართლე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics