|
2018-10-15 14:17:36, 1716 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ სახელფასო გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. ოქტომბრის გათამაშებაში 12-მა იღბლიანმა მოიგო. საერთო ჯამში გათამაშდა 150 000 ლარი. დედაქალაქის გარდა ფულადი პრიზები გათამაშდა ოზურგეთში, სენაკსა და ახალციხეში. საქართველოს ბანკი ულოცავს ყველა გამარჯვებულებს! მათ კი ვისაც ხელფასი საქართველოს ბანკში ერიცხებათ, ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გათამაშებაში და ყოველთვიურად მოიგონ 5 000, 10 000, 20 000, 50 000 ლარი. გათამაშების ბოლოს კი სუპერ პრიზი - 100 000 ლარი. გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი, 2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. კონკრეტულად კი: 12 ნოემბერს, 10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება 6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000; 2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი. სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება 100 000 ლარი. გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით. ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე. www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge. მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება.
(R)
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)