|
2015-06-10 11:08:57, 350 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ჰოლანდიის ევროპული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან, ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილე დაფნე ბერგსმასთან და საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან ჰანს ჰორბახთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და მათ მნიშვნელობას როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასმით აღინიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველო აჩვენებს ასოცირებისა და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების შესრულების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ჰოლანდიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიღწევები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა რეფორმებისა და წლიური სამოქმედო გეგმების მონიტორინგის პროცესში. მხარეებმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე და დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, რათა დროულად დასრულდეს ტექნიკური პროცესი და მიმდინარე წლის დეკემბერში ქვეყანა შესრულებული ვალდებულებებით წარსდგეს ევროკომისიის წინაშე, რაც შექმნის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტლების საფუძველს. თავის მხრივ, ჰოლანდიურმა მხარემ აღუთქვა მხარდაჭერა მას შემდეგ რაც საქართველო დაასრულებს ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)