|
2018-10-14 21:29:02, 2149 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე მხარდამჭერებს შიდა ქართლში ხვდება
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს შიდა ქართლში ხვდება. ქარელი, კასპის და ხაშურის მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები, მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემაზე საუბრობენ. პრობლემების გადაჭრის გზების გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით : ‘’ ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა ჭაობში, უძრაობაში, ადამაინებმა დაკარგეს მომავლის იმედი და პერსპექტივის განცდა. ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს ისე თითქოს ამ უძრაობის და ჭაობის ალტერნატივა ,ისევ იქნება არეულობა, ისევ იქნება შურისძიება და ანგარიშსწორება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა 28 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისფლებას , აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების , ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა და ასე უნდა ავაშენოთ ხვალინდელი საიმედო დღე’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)