16:58 - 14 Sep, 2026
|
2015-01-21 09:34:28, 1432 ნახვა
საზოგადოება
კიევში დღეს ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
კიევში დღეს, დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხრეშატიკზე გაიმართება. ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. "გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს", - განმარტავენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)