|
2018-10-11 14:20:45, 1857 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან. როგორც უგულავამ დღეს ლანჩხუთში, მათთა ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან. „სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერა ამ და უამრავი ადამიანისთის აღმოჩნდა სირცხვილი. ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც "ოცნებამ" გადაკვეთა. უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს "ქართული ოცნება". მე მინდა მივმართო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება. ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა, ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხ ქვეშ გათელვა, რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებლობამდე. მე დარწმუნებლი ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის - "არა სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)