|
2018-10-10 21:46:02, 1255 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრთა დაჯილდოება გაიმართა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრთა დაჯილდოება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი დაესწრო. მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირო ჯგუფის უფროსთან, მაიორ ტიმოტი ჯილეტისთან ერთად ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, მე-11 ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მაისის თვიდან ასრულებს .ბატალიონის ამოცანას ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას წარმოადგენს.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)