|
2015-06-09 17:04:36, 5395 ნახვა
სხვადასხვა
რას წარმოადგენენ რუსეთიდან დაფინანსებული "საქინფორმი" და Geworld.ge - საგანგაშო კვლევა
კვლევის ავტორები: ნატა ძველიშვილი “საქართველო და მსოფლიო” გაზეთის სახით 2009 წლიდან გამოდის. აქვს სამენოვანი როგორც Geworld.ge-ის, ისე “საქინფორმის” დომენი “ისტორიული მემკვიდრეობის”ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაექვემდებარა და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა. არნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე www.iarex.ru, რომელიც “საქინფორმის” პარტნიორია. მისი ბანერი „საქინფორმის“ ვებ გვერდზეა განთავსებული. Rex-ს კი „საქინფორმის“ პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კოლეროვის გათავისუფლებისას “კომერსანტი” წერდა, რომ ”მან აქტიური საქმიანობა წამოიწყო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში, კერძოდ საქართველოს გარდა Rex-ს პარტნიორი მედია საშუალებები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს. მათ შორისაა ყაზახეთში - ИА REX, ბელორუსიაში - ინფორმაციული ანალიტიკური პორტალი www.imperiya.by შეგახსენებთ, "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც, ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა geoworld.ge და „საქინფორმა“. „ექსპრესნიუსი“ კომპანია „როსტელეკომს“ დაუკავშირდა, რომლის საკუთრებაც „სპუტნიკია“. წერილობით კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მედიის განვითარება მათთვის საინტერესო პროექტია და რამდენიმე ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ. ორივე ორგანიზაცია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია დარეგისტრირებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა პროექტებს აწარმოებს. ამასთან, არცერთი ორგანიზაცია ღიად არ აცხდებს, რომ საქართველოში რაიმე აქტივობა აქვთ. „საქინფორმის“ ხელმძღვანელი არნო ხინთიბეგაშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „ექსპრესნიუსის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკმა“, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილოვია, საქართველოში .ge დომენზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)