|
2018-10-08 18:20:02, 1521 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან
მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და რეზერვის ახალ პროგრამაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე , რაც ქვეყნის თავდაცვითი ამოცანებისთვის მთელი ეროვნული რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ეროვნულ ძალებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - რომელიც თავდაცვით მიმართულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა - სხვა უწყებებიც იგულისხმება და ეს რასაკვირველია დღის წესრიგში უწყებათაშორის თანამშრომლობას აყენებს“. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. „მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეზერვის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური, მათ შორის მრავალპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ. საპილოტე პროექტის სახით ტერიტორიული რეზერვის ამოქმედებას 15 ოქტომბერს ვიწყებთ“. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ამერიკელი ექსპერტები რეზერვის პროექტის საკანონმდებლო ინიცირების, საკანონმდებლო მუშაობის შემდგომ შერჩევის პროცედურებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი ერთი წლის თავზე წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს სპექტრი უფრო გავაფართოვოთ და ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ჩართულობა მაქსიმუმამდე გავზარდოთ“.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)