|
2015-06-09 16:06:40, 2802 ნახვა
სხვადასხვა
დანიაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა
დანიის სამეფოში, იუტლანდიის რეგიონში საქართველოს საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა. წარმომადგენლობას ჰორსენსის მუნიციპალიტეტში საქართველოს საპატიო კონსული მარიანე ბოლსი ხელმძღვანელობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ჰორსენსის მერი პიტერ სორენსენი და ჰორსენსის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ტორბენ ბუსკი დაესწრნენ, ასევე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დანიაში მცხოვრები ქართველები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ჰორსენში საქართველოს საპატიო კონსულმა, საქართველოს საგანგებო და სრულუიფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა. გამოსვლაში, საქართველოს საპატიო კონსულმა მარიანე ბოლსმა ყურადღება გაამახვილა დანიის ქ. ჰორსენსა და საქართველოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში უკვე განხორციელებულ პროექტებზე. დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა კი სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნა, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საპატიო საკონსულოს საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამბროლაურისა და ჰორსენსის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ მჭიდრო ბიზნეს კავშირებს, ასევე კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აგრეთვე, ელჩმა ქ. ჰორსენსის მერსა და ქალაქის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის სახელით საქართველოში ოფიციალური მოწვევის წერილები გადასცა. ჰორსენსის მერმა პიტერ სორენსენმა, მადლობა გადაუხადა ელჩსა და სახელმწიფო რწმუნებულს მოწვევისათვის და განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ესტუმროს საქართველოს საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს-სექტორში არსებულ ძალზედ წარმატებულ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე გააჩნია ხელშესახები შედეგები, იგი მხარეებს შორის სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების მეტად ეფექტური საშუალებაა. გამოსვლის დასასრულს, პიტერ სორენსენმა იმედი გამოთქვა, რომ ქ. ჰორსენში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნით კიდევ უფრო გაღრმავდება არსებული კავშირები და გაფართოვდება მხარეებს შორის თანამშრომლობის სფეროები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებმა ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები დააგემოვნეს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)