|
2018-10-07 10:59:24, 1390 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი
„კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი", ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა. „ვინც გასული იყო დღეს ქალაქში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი ლამაზი თბილისობა ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენი მერი კახი კალაძე, მერი გახდა დაპირებით-„სიცოცხლით სავსე ქალაქი" და ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა" მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)