10:27 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 17:00:13, 3306 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ქართველი მწარმოებლების ხარისხიანი პროდუქცია გვაძლევს დამატებით სტიმულს მათ დასახმარებლად

თბილისობის სამეწარმეო მარკეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეწვია.

გამოფენა-გაყიდვაზე მან დაათვალიერა საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის, სურსათი, სუვენირები, ღვინო, ჩაი და სხვადასხვა აქცესუარები, რომლებიც მეიდანზე მოსული ტურისტებისა და თბილისელების დიდ მოწონებას იმსახურებდნენ. მარკეტის მონაწილეთა ნაწილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები იყვნენ.

სამეწარმეო მარკეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა იმის კარგი მაგალითია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლია რეალურად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს.

„ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ არა მარტო ფინანსურად, არამედ იმითაც, რომ მივცეთ საშუალება გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებულები გახდნენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics