|
2018-10-05 17:50:12, 2425 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, - შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული გახდეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე - ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადოფნა, საქართველომ და უკრაინამ მომავალშიც განაგრძონ ურთიერთმხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)