|
2018-10-05 15:34:44, 2401 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა 4 ქვეყანაში ელჩები დანიშნა - დავით დონდუა ავსტრიის ელჩი გახდა
საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულებით, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიის რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში დაინიშნა გიორგი ჯანჯაღავა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა დავით დონდუა. დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან. ხოლო 2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. ზაზა კანდელაკს კი, 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)