|
2018-10-05 14:09:21, 1813 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას. მხარეებმა მხამხმორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოების, სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და საერთო გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა სუამ-ის ფარგლებში წევრი ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მეტი მობილიზების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ახალ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სუამ-ის ორი მნიშვნელოვანი დარგობრივი პროექტის, თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს თითოეულ მათგანს. სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)