|
2018-10-05 12:52:38, 3082 ნახვა
პოლიტიკა
ბაჰრეინის სამეფოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა
ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შემოღებულ იქნა გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც. ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)