|
2018-10-04 11:26:47, 3176 ნახვა
სამხედრო
საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - მათგან ორი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ. გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ. მ.-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად (საბრძოლო ვაზნებს), მოქალაქე ს. ბ.-ს. დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას. „საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გვინდა განვაცხადოთ, რომ შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტზე, ჩვენს მიერ მოხდება მყისიერი, კანონშესაბამისი რეაგირება. დანაშაულის ჩამდენი პირები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, - განაცხადა ბაზერაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)