|
2018-10-03 19:46:00, 2145 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ნატო-ს მხრიდან არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა თანამშორმლობის დინამიკის გაზრდისთვის
„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განიხილა. მხარეებმა ყურადღება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა. ორმხრივ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება. „ახლო მომავალში დავხურავთ ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე, თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის მომავალ წლებში უფრო მზარდი იყოს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს ნატოს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნოს.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)