|
2018-10-03 13:10:01, 2122 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მინისტრთან და მთავარ პროკურორთან კითხვები "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. „100% დადასტურებული ფაქტია, ბანკიდან გამოიტანეს 4 მილიონი ლარი, ჩადეს ტომარაში, ჩაუდეს მანქანაში ვიღაც ბანდიტებს, არის საბუთი, არის მტკიცებულება ფულის გამოძალვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს არის მაფიოზური ჯგუფის მიერ დატერორება კონკრეტული ბიზნესი. ამ ისტორიას ვერ წაშლის ხელისუფლება, იმიტომ, რომ საბანკო ჩანაწერები შეუძლებელია გაქრეს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პროკურორი და შს მინისტრი, ყველა პირი, რომელიც ჩართულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხები გასცეს", - აღნიშნა ხოცირიძემ. შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს "ევროპული საქართველოც" ელოდება. „როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, გიორგი გახარია, სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელიც ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას, ბიზნეს ომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)