|
2018-10-03 11:04:52, 2126 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-მა საქართველოს აგრესიულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გამოუყო
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე "აგრესიული პროპაგანდისა" და მისი საფრთხეების შესახებ ისაუბრა. ბახტაძის თქმით, აგრესიულ პროპაგანდას საქართველოს არამეგობარი ძალები ახორციელებენ. მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს გარეძალების პროპაგანდასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლადაა გამიზნული. "ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორთან ერთად შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოგვიყო ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ეს თანხა გადაეცემა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)