|
2018-10-01 14:58:12, 971 ნახვა
რეგიონი
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობას ჩილელი არტისტი იუგა მიიღებს
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ჩილელი არტისტი იუგა ეწვევა. 2 ოქტომბერს ბათუმს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა. მომღერალი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრების მრავალფეროვნებით - მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს. იუგას გამოშვებული აქვს 3 CD, არის რამდენიმე თეატრალური შოუს ავტორი, რომელთაგან გამორჩეული იყო ედიტ პიაფისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა არგენტინასა და ურუგვაიში. იუგას ახალი გატაცება ჭადრაკი და მუსიკაა. პირველ ასეთ კომპოზიციას „ო, კაპაბლანკა“ ეწოდა, რომელიც კომპოზიტორმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა. სწორედ, ამ ახალი კომპოზიციითა და პერფორმანსით ეწვევა იუგა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. როგორც ჩილელი არტისტი აცხადებს, ეს საქართველოსა და ბათუმის ოლიმპიადისადმი და ზოგადად, ჭადრაკისადმი განკუთვნილი საჩუქარია. უნდა აღინიშნოს, რომ იუგა უსასყიდლოდ ჩამოდის საქართველოში და ჰონორარის გარეშე მონაწილეობს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში. ღონისძიება 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 20.00 საათზე გაიმართება. იუგა ბათუმში 2 ოქტომბერს 18.10 საათზე ჩამოფრინდება.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)