|
2018-10-01 14:32:08, 1736 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლაზე: მსგავსი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლას ეხმაურება. კარასინის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს. "ჩვენ ვკითხულობთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაერო-ში. გვესმის, როგორი დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ. შევეცდებით, ამას რამე მოვუხერხოთ, შევეცდებით, ყველაფერი პოზიტივისა და კონსტრუქციული მსჯელობის გამოყენებით გავაკეთოთ. ის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია წინ წავწიოთ, დაგვეხმარება პოლიტიკური კუთხითაც, პოლიტიკური ურთიერთობების აღზრდაში. ასეთ ფსონს ვაკეთებთ. ასეთი განცხადებები ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ეს არის კრიტიკა ჩემი ქვეყნის მიმართ. ცინიკურად ჟღერს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების დამყარების სურვილი და ამავე დროს, ამ ქვეყნების დადანაშაულება იმაში, რომ იქ არანორმალური ვითარებაა, ადგილი აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ნაბიჯების გადადგმის ნაცლად, ფაქტობრივად, ხდება არსებული მექანიზმების ჩაშლა. ვგულისხმობ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს. ჩვენ პრაღაში შეხვედრას ვმართავთ, რათა გადავჭრათ ის საკითხები, რისი გადაჭრაც შეგვიძლია. ეს არის სატრასპორტო, სახმელეთო, საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარული კონტაქტები, სავიზო საკითხები, ამ არასრული 6 წლის განმავლობაში რაღაც გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, ეს კონსტრუქციული ტენდენცია გაგრძელდება. არ გამოგვივიდა პოლიტიკური ნაწილი“, - განაცხადა კარასინმა. ინფორმაციას საზოგადოებრვი მაუწყებელი ავრცელებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)