|
2018-09-30 22:23:58, 1490 ნახვა
პოლიტიკა
ილია მეორე: სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც
სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ წმინდა მთის მონასტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქი ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, იღუმენ პროდრომსს მიესალმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში იმყოფება და დღევანდელ წირვას ესწრებოდა. „დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი, ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან, მონასტრები დაარსდა მეოთხე-მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი საქართველოში პირველად ჩამობრძანდა. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და თანმხლებ პირებს. საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ჰქონდა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებისა, სადაც თქვენ მოღვაწეობთ“,- აღნიშნა ილია მეორემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)