|
2018-09-29 12:00:59, 2174 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების „ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვია. ქვეყნის მთავარსარდალს სამხედრო აკადემიაში აკადემიის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა დერილ ვილიამსმა უმასპინძლა. საპატიო სტუმრის მისასალმებლად გაისმა 21 სამხედრო ზალპი, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სამხედრო აკადემიის ტეილორ ჰოლის წინ აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს ჰიმნები შეასრულეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისა და სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ დერილ ვილიამსის შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის, ტაიერის ჯილდოების ოთახში, საჩუქრების ოფიციალური გაცვლის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა „ვესტ პოინტის" აკადემიას ქართული ხმალი და ფარი უსახსოვრა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისთვის „ვესტ პოინტის" აკადემიის ისტორიული ტური მოეწყო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი კადეტთა კორპუსთან ლანჩს დაესწრო და კადეტებისთვის „ამინისტია" სიმბოლური შეძახილით გამოაცხადა, რომელიც სტუდენტების ადმინისტრაციული სასჯელისგან გათავისუფლებას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორობაზე, ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაა და ქართველი სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამშვიდობო მისიებში. პრეზიდენტმა აშშ-ს ფუნდამენტურ ღირებულებაზე- თავისუფლებაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მთავარ ღირებულებას, სწორედ თავისუფლებისადმი სიყვარული წარმოადგენს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო იყო დიდი იმპერიების სამიზნე და სამწუხაროდ დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შესახებ უამბო კადეტებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველო არის პატარა ქვეყანა, განსხვავებული კულტურით და ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით, აზიისა და ევროპის გასაყარზე, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრისას სტუდენტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. უცხოელ კადეტებს შორის, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)