|
2018-09-28 12:41:04, 1503 ნახვა
სამხედრო
საქართველო თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით, საქართველო თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ფორუმი, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმართება, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს თავდაცვის სისტემაში შიდა აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროს რესურსების ეფექტიანად და პროდუქტიულად მართვაში უწყობს ხელს, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. საერთაშორისო კონფერენციის თემაა - ღირებულება, შედეგი, გავლენა, სანდოობა და ეფექტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ნატოს, ევროპული კომისიის, საერთაშორისო გამჭირვალობა - თავდაცვა და უსაფრთხოება და 15 ქვეყნის შიდა აუდიტის ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ფორუმზე წარმოდგენილები არიან ასევე, წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიდან, რომელიც საჯარო სექტორში შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის ფუნქციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ერთმანეთს, ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის შიდა აუდიტის ერთეულების გამოცდილებას უზიარებენ და არსებული დინამიური გარემოს გამოწვევებსა და შესაბამის საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ. მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავენ, როგორებიცაა რისკის მართვის დანერგვა თავდაცვის სექტორში, მართვისა და კონტროლის შეფასების მოდელის გამოყენება, თავდაცვის სექტორში შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვანი რისკების, მათ შორის კორუფციული რისკების მართვა, შიდა აუდიტში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება და სხვა, რაც საბოლოო ჯამში კონფერენციის მონაწილე შიდა აუდიტორებს ხელს შეუწყობს დამატებითი ღირებულება შექმნან და სანდოობის გაზრდასთან ერთად თავიანთი ორგანიზაციების ეფექტიანობის ზრდაზე გავლენა მოახდინონ. კონფერენციას საფუძველი 2017 წელს უკრაინაში ჩაეყარა. წლევანდელი კონფერენცია კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად იმართება.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)