10:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 11:03:26, 2501 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა

„მთელი საქართველოს ბანკმა“ და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ ერთობლივ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართეს, რომელიც ლიდერობისა და კომუნიკაციის თემატიკას მიეძღვნა.

შეხვედრაზე ორგანიზაციულ ცვლილებებზე, ლიდერობის თავისებურებებზე და ახალი პროფესიის არჩევის საკითხებზე კომუნიკაციის ექსპერტმა  საშა კაცმანმა ისაუბრა. ის  ლიდერობისა და კომუნიკაციის სფეროში უკვე 20 წელია საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროექტი განახორციელა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება; ღირებულებები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებას ახლავს თან; ლიდერობის თავისებურებები − „როდესაც ხალხს სათავეში უდგას ადამიანი და არა სტრუქტურით / სტატუსით განსაზღვრული ძალაუფლება“.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ორმოცამდე ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერები, მათ შორის   საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელთა   არაფორმალურ შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია ლიდერისა და წარმატებული ბიზნესმენის მიერ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისთვის. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics