03:40 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 23:29:32, 2403 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, - მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

პოზიტიურად შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის სამიტში, რომელიც როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მხარებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას. 

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ როგორც საქართველო, ისე მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან და შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კოორდინირებულ მოქმედებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

შეხვედრისას მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics