|
2018-09-27 23:19:44, 1744 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია
გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლა 25 წლის წინ სოხუმის მოვლენების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი სოხუმი. "დღეს, ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. და, სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და თხოვდა დახმარებას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო. ეს მოხდა ზუსტად 25 წლის წინ და მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც იყო ცივი ომის დასასრულის ერთერთი არქიტექტორი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იბომბებოდა იმ დროს. მოგვიანებით, 2008 წელს, უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას. უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს - საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი. ეს არის ის ტერმინები და სიტყვები, რომლებიც ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს და ჰქმნის ჩვენს ერთობას და უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას. ასევე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს - პრეზიდენტ კალიულაიდეს, პრეზიდენტ დუდას, პრეზიდენტ კისკას და პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელებიც ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან ცნობენ და შესაბამის სახელებს არქმევენ იმ მოვლენებს, რომლებიც გვაწუხებს და გვაშფოთებს - ოკუპაციას და აგრესიას. კიდევ ერთხელ, ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უმთავრესი ღირებულებების და პრინციპების გარშემო და შევთანხმდეთ მიზნებზე სამომავლო კეთილდღეობის მისაღწევად, რომელიც განპირობებულია ჩვენი ერთობით და სიმამაცით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიცვათ ჩვენი სიტყვები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის გახსნისას. საერთაშორისო ფორუმი ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნა. მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაზე ცვალებად სამყაროში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილმა ლიდერებმა იმსჯელეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)