|
2018-09-27 13:51:39, 1322 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წყნარი ოკეანის რეგიონიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პირველად მასპინძლობს. დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კოლეგას ფიჯის რესპუბლიკიდან - რატუ ინოქე კუბუაბოლას შეხვდა. საქართველოს თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებების შორის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხები განიხილეს. გამოიყო ორმხრივი თანამშორმლობის პრიორიტეტები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო წვრთნისა და განათლების სფეროში. ფიჯის რესბუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გაუზიარეს და გლობალურ სამყაროში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)