|
2018-09-26 16:39:03, 2181 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" უმაღლესი დონის დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალს და ჩრდილოანლანტიკური ალიანსის გაფაროების პერსპექტივებს უკავშირდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის განსაკუთრებული წვლილის ხაზგასმა იქნება. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უმაღლესი დონის დისკუსიისას საუბარი შეეხება საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს: ქვეყნის უსაფთხოების, ოკუიპირებული ტერიტორიების და ზოგადად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის შესახებ. ფხალაძის თქმით, პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაცია ექნება თავის კოლეგებთან. გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან გამართავს შეხვედრას. გიორგი მარგველაშვილი დღესვე ამერიკული ფონდის "Appeal of Conscience Foundation" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას "2018 Annual Awards Dinner" დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება. წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი" თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)