|
2018-09-24 17:24:43, 1704 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომები 3-5 ოქტომბერს გაგრძელდება
ბიუროს წევრებმა, 3-5 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი მოისმენს კომიტეტების მიერ წარდგენილ წლიური საქმიანობის ანგარიშებს. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირიდან კომიტეტებში დაიწყება. ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხებიც. მათ შორის კომიტეტების მიმართვა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე. სხდომის დასასრულს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „ომეგა" ჯგუფთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გააკეთა განცხადება და საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია საკითხის ობიექტური შესწავლით. „ფარულ ჩანაწერები ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი,რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან" და ეს იწვევს, პარტიის დისკრედიტაციას. აქედანგამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი",- ასე გამოეხმაურა საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას „ომეგაჯგუფთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს. „ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაცშეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი,რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან" და ეს იწვევს, რა თქმა უნდა პარტიის დისკრედიტაციას.აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, და ყველაფერს მოეფინოს ნათელი.ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი,გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას", ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენსინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან",- განაცხადაპარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)