|
2018-09-22 13:55:27, 1616 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიდმინარე პროცესებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბიულურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად",-განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილების მიზნით 24-28 სექტემბერს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასაბლეის სესიაზე, გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ასევე ორგანიზაციის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)