|
2018-09-21 16:49:01, 804 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიური ბაღი დაათვალიერა
გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ინტენსიური ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა - გაეცნო. „კვარხეთში გაშენებული ახალი ბაღები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა არის სწორი. ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით ბაზარზე თავს დაიმკვიდრებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ტირიფონის ბაღებში“ საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „ტირიფონის ბაღები" პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2,000,000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4,700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს ვაშლის პირველ მოსავალს უკვე აიღებენ. აღსანიშნავია, რომ „ტირიფონის ბაღები" პირველი კომპანიაა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)