|
2018-09-21 16:11:29, 2291 ნახვა
პოლიტიკა
„აწი ბურთი თქვენს მოედანზეა, კარგად ბრძანდებოდეთ“ - „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის სხდომა დატოვა
"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავდნენ, დატოვა. დარბაზის დატოვებამდე დეპუტაატებს სიტყვით, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ მიმართა: "ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. რეკომენდაციები გამოქვეყნებულია, კომისიის დასკვნა გამოქვეყნებულია და ის მეტ ლეგიტიმაციას არ საჭიროებს, ყველაფერი საჯაროა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დასკვნას მხარს უჭერს სახალხო დამცველი და მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საზოგადოებამ ყველაფერი თავისი თვალით ნახა და ყველაფერი კარგად მოისმინა. აწი ბურთი არის თქვენს მოედანზე, ამის იკით როგორც ჩათვლით ისე მოიქეცით, მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ", - მიმართა კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა დასრულდა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატები ამავე საკითხზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დადგენილებას განიხილავენ. სიტყვით გამოსვლები ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით დაიწყო, რა დროსაც "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს: "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ტოვებენ დარბაზს სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე და ისინი გაიქცნენ დარბაზიდან. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგნა საპირისპირო არგუმენტები დადგენილებისა, რომელიც "ოცნებამ" წარადგინა არ არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)