|
2018-09-21 13:58:38, 8531 ნახვა
კულტურა
თელავი „არტარეა ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს
„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას ასრულებს. 22 სექტემბერს თელავში, ნადიკვარის პარკში ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება - ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია - პროექტი „სხვა კუთხით“ ჩატარდება. „სხვა კუთხით“ კოლაბორაციული პროექტია, რომლის იდეა ტრადიციული მუსიკის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, 3 მუსიკოსი - ბენ უილერი, Tete Noise და ვაჟა მარი კახეთის ორ ფოლკლორულ ანსამბლთან - „პანკისთან“ და „თელავთან“ ერთად ამ პროექტის შექმნაზე მუშაობდა. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები სპეციალური თანმიმდევრობით შესრულდება, თითოეული სიმღერის შემდეგ კი ტრადიციული მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ექსპერიმენტული კომპოზიციები გაჟღერდება. ერთი და იმავე კომპოზიციას, ერთ სცენაზე ყველა მუსიკოსი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგენს. პროექტის მიზანია ხაზი გაესვას ტრადიციის მნიშვნელობას, მის დაცვასა და ახალ შემოქმედებით პოტენციალს. „არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი. პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.
(R)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)