|
2015-06-08 11:30:57, 481 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თსპ-ს მედდებს გლუკომეტრის აპარატებს და ტესტ-ჩხირებს გადასცემს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს - „სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გლუკომეტრის აპარატები და ტესტ-ჩხირები გადაეცემათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ თემის სამედიცინო პუნქტებისათვის გლუკომეტრის აპარატები გასულ წელსაც შეიძინა. მათივე ცნობით, წელს აღნიშნულ სადიაგნოსტიკო საშუალებას 100 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს და ამით დასრულდება ექიმამდელი სამედიცინო დაწესებულების გლუკომეტრის აპარატებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ის ყველა თსპ-ს გადაეცემა. ცნობისთვის, „სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ყველწლიურად ახორცილებს. 2015 წელს, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 783 400 ლარით. პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით და მედდების ხელფასით უზრუნველყოფას. წელს, თემის სამედიცინო პუნქტებისათვის შეძენილ იქნა, 38 219 ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტი და 9 839 ლარის ღირებულების შესახვევი მასალა. 2014 წელს, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა 200 846 სოფლის მოსახლეს. პირველადი დახმარების მედიკამენტებზე გაიხარჯა 57 553 ლარი. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე გაიცა 677 383 ლარი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 186 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, რომელშიც 230 მედდაა დასაქმებული.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)