|
2018-09-20 15:47:15, 2222 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა ვეტერინარიის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში ვეტერინარული განათლების, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე გაამახვილა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია თბილისში გაიმართა. სწორედ ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დამკვიდრებას ცხოველთა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის კუთხით და ხელი შევუწყოთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას, რაც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ - განაცხადა მონიკ ელუამ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილი და მონიკ ელუა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 32-ე შეხვედრას დაესწრნენ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ხელმძღვანელობდა. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა OIE-ს წარმომადგენლებს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს და შემდგომი ნაბიჯების განხორციელების გზები და ახალი წევრების მიღების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადების ნოდულარული დერმატიტის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებასა და რესურსს უთმობს. სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) და საერთაშორისო ორგანზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიკურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)