|
2018-09-19 16:51:38, 1350 ნახვა
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო - სეტყვისგან დაზარალებულ მევენახებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ
18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახი დააზინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თელავში განთავსებული რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ადგილზე მდგომარეობას ოპერატიულად გაეცნენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში. წინასწარი ინფორმაციით, სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი. ანდრო ასლანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 190-მა ღვინის კომპანიამ.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)