|
2018-09-17 16:40:20, 1022 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეკომპანიების CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემდეგ, გერმანიაში რეიტინგული ტელეარხების „RTL“ და „N-TV“ ეთერით გადის. გერმანული ტელეარხი ,,RTL” ერთ-ერთი წამყვანი კომერციული სატელევიზიო არხია, რომელიც გარდა გერმანიისა, ასევე მაუწყებლობს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ის გერმანიის ტოპ სამეულში შედის. რაც შეეხება ,,N-TV”-ს, ის ძირითადად დატვირთულია საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემებით. „2017-2018 წლებში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ იმ მედია არხების გამოყენება, რომლებიც განსაკუთრებული რეიტინგით გამოირჩევა როგორც ევროპის, ასევე ზოგადად, მსოფლიო ბაზრებზე. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება. 2017 წლიდან საქართველოს საელჩოებთან კოორდინაციით ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ევროპულ ქვეყნებში. BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE შემდეგ, ახლა უკვე გერმანიაში ადგილობრივ რეიტიგულ არხებს ვიყენებთ, ისეთებს როგორებიცაა: RTL და N-TV. ბოლო წლების კვლევების მონაცემებით, გერმანიაში მათი ყურებადობა ძალიან მაღალია და მუდმივად ინარჩუნებენ ადგილს რეიტინგული ტელევიზიების ჩამონათვალში. ვიდეორგოლები გერმანულენოვანი აუდიტორიისთვის, გერმანულ ენაზეა მომზადებული. კამპანიის მიზანია ჩვენი ტურისტული მიმართულის პოპულარიზაცია როგორც ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული პროდუქტების მქონე ქვეყნისა და რეგიონის. აჭარაში ჩამოსული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის ანალიზი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების კამპანიებს განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)