05:34 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:25:31, 1437 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: დიდი ენერგია და ენთუზიაზმი მაქვს, რომ როგორც მინისტრმა, მნიშვნელოვანი შედეგები მოვუტანო ქვეყანას

„ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და მნიშვნელოვანი  შედეგების მიღწევას ვაპირებ ჩვენი ქვეყნისთვის" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილ საკონსულტაციო კომპანიაში 18-წლიანი წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ   მზადაა, მთელი ცოდნა და გამოცდილება  ქვეყანას მოახმაროს.

„იმ  კომპანიაში, სადაც აქამდე ვმუშაობდი,   მე მივაღწიე ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა  მუშაობა და ჩემი, ასე ვთქვათ, დროისა და და ენერგიის 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა ამ კომპანიაში, დავტოვე სამსახური და დავბრუნდი უკან, ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ვემსახურო", -  განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაკისრებულ მოვალეობებსა და არსებულ ამოცანებს. 

„მსურს არავისთვის საეჭვო არ იყოს,  რომ მაქვს დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და  პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამ სამსახურიდან კარგი შედეგები მოვუტანო ქვეყანას და ჩემი გამოცდილება თუ ენერგია მას მოვახმარო", -  განაცხადა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics