|
2018-09-11 13:01:59, 942 ნახვა
პოლიტიკა
„ვინ არის თქვენი ბოსი?“ - ბახტაძეს Financial Times-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია
“შეიძლება პირდაპირ გკითხოთ, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი, ამ კითხვით მიმართა Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018”. “მე ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია. საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრებია, ჩვენი დემოკრატიის ინტერესი არ არის, შევადაროთ, არ იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ანალიტიკოსმა საქართველოში არსებული მმართველობა ოლიგარქიის მაგვარად შეაფასა და პრემიერს ჰკითხა, ხომ არ აყენებს ეს ქართულ დემოკრატიას ჩრდილს: „ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებზე ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორი გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორის, ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)