|
2018-09-09 19:24:52, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს. მას აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ომის საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება თავის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას. შეგახსენებთ, ეს განმარტება რა იყო: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად, ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, მაშინ განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)