18:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 18:02:41, 3630 ნახვა

კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა, პოლიტიკას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი

კოალაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში  საპარალამენტო უმრავლესობის  სხდომა მიმდინარეობს. 
როგორც ცნობილია, დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ.
მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
უმრავლესობაში საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეთანხმებიან, თუმცა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე ვერ თანხმდებიან.
უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი პრორორციული სისტემის მომხრეა.
„მე პროპორციული სისტემის მომხრე ვარ. ეს არის ყველაზე პატიოსანი და ყველაზე მეტად მიესადაგება საქართველოს ვითარებას. 90-იანი წლებიდან რეგიონულ- პროპორციული სისტემის მომხრე ვარ. ჩვენ ამას ვიცავთ. პარტიების როლი იზრდება.  პოლიტიკაში მოდიან პოლიტიკოსები, პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა, ან პოლიტიკას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი, სცენაზე უნდა იდგეს მსახიობი, ამას რომ ახსნა დასჭირდებოდა  სადმე მე არ მეგონა. როდესაც დადგება დრო მეც  ჩემი ადგილი მექნება უნივერსიტეტში“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.  
ასევე, პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს  ზურაბ ტყემალაძეც. 
მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებას  აძლიერებს.
თუმცა, ტყემალაძის განმარტებით, ამისთვის საკონსტიტუციო  ცვლილებებია საჭირო. 
გარდა ამისა, დეპუტატი  ზაქარია ქუცნაშვილი შერეულ საარჩევნო სისტემას ემხრობა.
ცნობისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიცია და რვა  არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics