23:53 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 11:46:37, 973 ნახვა

პოლიტიკა
დღეს დაასახელებს ქართული ოცნება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა.

პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და აქტივისტებს დღეს ოფიციალურად დაავალეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა. 

როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს აჭარის, გურიის, იმერეთის, ასევე ქართლისა და კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში "ქართული ოცნების" აქტივი დაიბარეს. განგრძლივი საუბრის შემდეგ, აქტივისტებს და კოორდინატორებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics