|
2018-09-07 17:51:17, 1331 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობას, ასევე - ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით კონცეფციაზე - „მწვანე ეკონომიკა", რომელიც ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღებასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. შეხვედრისას, საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოში „ყაზახინვესტის" წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა, რაც ქვეყანაში მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)